სპორტი

ბალიშებით ბრძოლა პროფესიონალურ რინგზე გაიმართა [VIDEO]

Reuters 

ბალიშებით ბრძოლის პირველი ჩემპიონატი ფლორიდაში 29 იანვარს ჩატარდა. 16-მა კაცმა და 8 ქალმა  ტიტულისთვის იბრძოლეს. თითოეულმა გამარჯვებულმა $5 000 და საბრძოლო ქამარი მიიღო.

სტივ უილიამსი ბავშვობიდან ოცნებობდა ბალიშებით ბრძოლა პროფესიონალურ საბრძოლო სპორტად ექცია. მისი თქმით, ბალიშებით "ომში" შერეულია საბრძოლო ხელოვნება და კრივი. უილიამსის განმარტებით, ეს სერიოზული სპორტია. 

"აქ ვერ ნახავთ ბალიშის ბუმბლის ფრენას. ჩვენსა და MMA ბრძოლის შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჩვენთან არავინ არ შავდება".- თქვა ჩემპიონატის დამფუძნებელმა.

 

კომენტარები