სპორტი

კრიშტიანუ რონალდუს ირანის კანონის  დარღვევის გამო შესაძლოა 99 როზგი მიესაჯოს

Goal.com

პორტუგალიელ ფეხბურთის ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს, შესაძლოა ირანის კანონის  დარღვევის გამო 99 როზგი მიესაჯოს.

სექტემბრის ბოლოს რონალდუს კლუბი ალ ნასრი აზიის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ირანულ პერსეპოლისს შეხვდა. გამოცემა Berliner Zeitung - ის ცნობით მსოფლიო ვარსკვლავმა ირანის კანონმდებლობა თეირანში ვიზიტისას დაარღვია. როგორც გამოცემა იწერება ფეხბურთელი მისალმებისას შემოეხვია, შემდეგ კი აკოცა ადგილობრივ მხატვარ ქალს, ირანის კანონმდებლობით მსგავსი საქციელი უკანონოა, თუ კაცი ქალის ქმარი არ არის.

კლუბების შეხვედრა სტუმარი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. 

მედიის ცნობით, ირანის ისლამურ რეპუბლიკაში რონალდუს ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია.

კომენტარები