პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილი: საზოგადოება გადაიღალა, რეალურად 2 თემაა – რა გვეშველება და რამ უნდა გვიშველოს

საზოგადოება დაიღალა, გადაიღალა. ორი თემაა რეალურად საზოგადოებაში – რა გვეშველება, არის ერთი თემა და როგორ, რამ უნდა გვეშველოს. მე მგონი რომ ჩვენ თუ რაღაც არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ ჯადოსნურ წრეზე და ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ და ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის თავზე, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა, კიდევ სამი წელი რჩება. მე ვთვლი, რომ წარმოვადგენ ამ საზოგადოების განცდას, ჩემშიცაა ეს არის, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც გროვდება ჩვენს ქვეყანაში რაღაცნაირად უნდა გადავიდეს საქმიან ურთიერთობაში. ეს არ იქნება რაღაცა ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება. 

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები