კორონავირუსი საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრი: ჰოსპიტალიზაცია 20%-იდან შეგვიმცირდა 4.5%-მდე

დღეისთვის მობილიზებული გვაქვს 8000-ზე მეტი საწოლი, აქედან, რაც შეიძლება დადებით ფაქტორად აღინიშნოს, არის ის, რომ ამ 8000-დან ბოლო ორი კვირის განმავლობაში საშუალოდ 4 300-დან 4 500-მდე საწოლია დაკავებული. აქ იგულისხმება ის, რომ ომიკრონის შემთხვევაში არ ხდება ჰოსპიტალიზაცია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა, დღეის მდგომარეობით 4.5 %-მდე. ის მოლოდინი, რაც იყო ომიკრონთან დაკავშირებით, რომ ჰოსპიტალიზაცია და მძიმე მიმდინარეობა არ იქნებოდა, ეს ნამდვილად ასეა.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები