თბილისის მერია

კალაძე: შემდეგი თვიდან 15-16 უსახლკარო ოჯახის დაკმაყოფილებას შევძლებთ

თქვენ იცით, რომ ჩემი საარჩევნო დაპირება იყო უსახლკაროების პრობლემის მოგვარება, ჩვენ თბილისში 400-მდე ოჯახი გვყავს, ვინც უსახლკაროს სტატუსით არის, არანაირი საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ ოჯახებს დავაკმაყოფილებდით მუნიციპალური საცხოვრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ დაპირებას ვასრულებთ. 

შემდეგი თვიდან უკვე შევძლებთ 15-16 ოჯახის დაკმაყოფილებას პირველ ეტაპზე, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ამ პროგრამაზე, სანამ დაპირებას გავაცხადებდით. გვინდოდა, მაქსიმალურად ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ მოგვეწესრიგებინა, გაგვეგო არსებული პრობლემა, კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ მოგვარებული ყოფილიყო ეს პრობლემა. შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი თვიდან დავიწყებთ ოჯახების დაკმაყოფილებას, როგორც გითხარით, პირველ ეტაპზე 15-16 ოჯახის დაკმაყოფილების შესაძლებლობა გვექნება. ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა ექნება ამ ოჯახებს და მომდევნო წლების განმავლობაში არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება, ყველა იქნება დაკმაყოფილებული მუნიციპალური ფართებით, სადაც ექნებათ ცხოვრების შესაძლებლობა.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. 

კომენტარები