რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

საგარეო რუსეთის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს, მედიას ზურაბ აბაშიძესთან ამისამართებს

დავით ზალკალიანი
ფორმულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საგარეო უწყების 2019 წელს რუსეთ-საქართველოს შორის შეწყვეტილი ავიამიმოსვლის შესახებ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ და მედიას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან ამისამართებენ.

ტაბულამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვით მიმართა, აპირებენ თუ არა კომენტარის გაკეთებას რუსეთის საგარეოს განცხადებასთან დაკაშვირებით, თუმცა მათი პასუხის თანახმად, მედიას ზურაბ აბაშიძესთან ამისამართებენ.

რუსეთის საგარეო უწყება 2019 წელს რუსეთ-საქართველოს შორის შეწყვეტილი ავიამიმოსვლის შესახებ წერილს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორმხრივი კავშირების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესებშია და რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილებს ისწავლის და რუსეთის მიმართ უფრო "დაბალანსებულ" პოლიტიკას გაატარებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი:

რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში მგზავრების გადაყვანაზე დაწესებული აკრძალვები დროებითია. ჩვენ არაერთხელ დავასახელეთ მისი გაუქმების პირობები და ისინი კარგადაა ცნობილი ქართული მხარისთვის. 

პირობებში საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზებაზე, რუსოფობიური კამპანიის შეჩერებასა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ასევე, შეუძლებელია უგულებელვყოთ სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. 

რუსეთი იძულებული გახდა მიეღო ზემოაღნიშნული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციის [გავრილოვის ღამის] საპასუხოდ. 
 
ჩვენ ერთგულები ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების - ეს ყველაფერი ორივე ქვეყნის ინტერესებშია, თუმცა ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. 

იმედი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილებს ისწავლის და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს.

კომენტარები