კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 8 767 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 15.55%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 386 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 173 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 15.55%-ია, ბოლო 7 დღის - 12.76%, ბოლო 14 დღის კი 11.39%.

8 767 ახალი შემთხვევიდან თბილისში 5 052 დადასტურდა, აჭარაში - 851, იმერეთში - 861, ქვემო ქართლში - 351, შიდა ქართლში - 538, გურიაში - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 334, კახეთში -277, მცხეთა-მთიანეთში - 176, სამცხე-ჯავახეთში - 165, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 43. 

992 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 419 მკურნალობს, აჭარაში - 131, იმერეთში - 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 286 პაციენტია, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 50, იმერეთში - 20. 

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1 030 710 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული, მათგან 951 428 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 631 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 64 625 აქტიური შემთხვევაა. 

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

საქართველოში იზოლაცია-კარანტინის ვადები მცირდება და მსუბუქდება. ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით პირი იზოლაციაში 8 დღე იქნება, მძიმე და საშუალო მიმდინარეობით, მინიმუმ, 10. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აცრილ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში არ გადავიდნენ. გაბუნიას განმარტებით, ეს წესი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ვაქცინის დოზების მიღებიდან გასულია არანაკლებ 2 კვირა და არაუმეტეს 90 დღე.

კომენტარები