პოლიტიკური კრიზისი

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა

კორნელი სალია
livepress

წალენჯიხის საკრებულომ მეექვსე ცდაზე თავმჯდომარე აირჩია. საკრებულოს პარტია საქართველოსთვის წევრი, კორნელი სალია უხელმძღვანელებს. 

კორნელი სალიამ 14 ხმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის ხმა მიიღო. ერთი ხმა გაბათილდა. 

სალიას არჩევის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატებმა სხდომა დატოვეს. ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ კონსტრუქციული მუშაობის პირობა დადო. მომდევნო სხდომა 25 იანვარს გაიმართება, სადაც კომისის წევრებს აირჩევენ. 

წალენჯიხის საკრებულოში 1 დამოუკიდებელი დეპუტატია, ენმ-ს და ქართული ოცნებას 11-11 წევრი ჰყავს, ლელოს -1, ხოლო პარტია საქართველოსთვის კი - 3 დეპუტატი. 

კომენტარები