კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 351 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 16.58%-ია

COVID-19-ით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 351 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 38 306 ტესტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 16.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.90% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.73%.

ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა, აჭარა - 903, იმერეთი - 510, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 238, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 211, კახეთი -187, მცხეთა-მთიანეთი - 130, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში 61 080 აქტიური შემთხვევაა. 1 010 მძიმე პაციენტია, აქედან 276 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 021 943 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 946 255 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 582.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

საქართველოში იზოლაცია-კარანტინის ვადები მცირდება და მსუბუქდება. ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით პირი იზოლაციაში 8 დღე იქნება, მძიმე და საშუალო მიმდინარეობით, მინიმუმ, 10. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აცრილ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში არ გადავიდნენ. გაბუნიას განმარტებით, ეს წესი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ვაქცინის დოზების მიღებიდან გასულია არანაკლებ 2 კვირა და არაუმეტეს 90 დღე.

კომენტარები