საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 367 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 160 პაციენტი.
დღიური დადებითობა 13.34%-ია, ბოლო 7 დღის - 10.26%, ბოლო 14 დღის კი 10%.
7 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში 4 171 დადასტურდა, აჭარაში - 801, იმერეთში - 792, ქვემო ქართლში - 285, შიდა ქართლში - 380, გურიაში - 193, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 302, კახეთში -263, მცხეთა-მთიანეთში - 171, სამცხე-ჯავახეთში - 108, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 55.
საქართველოში COVID-19-ის 1 006 864 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 934 667 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 512 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 57 659 აქტიური შემთხვევაა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში ომიკრონის 1 200-ზე მეტი შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული.
1 015 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 440მკურნალობს, აჭარაში - 136, იმერეთში - 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 285 პაციენტია, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 45, იმერეთში - 22.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.