ენერგოკრიზისი ევროპაში

რუსეთის პრემიერის მოადგილე: ევროკავშირმა ენერგოკრიზისი თავის თავს უნდა დააბრალოს

Ozan Kose/AFP via Getty Images

რუსეთის პრემიერმინისტრის, მიხაილ მიშუსტინის მოადგილის და ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის თქმით, ევროკავშირმა ენერგოკრიზისი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.

ევროპაში გაზის მიწოდების გლობალურმა შეფერხებამ სამომხმარებლო გადასახადების რეკორდულად ზრდა გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, ინფლაციის ზრდაზეც იქონია გავლენა. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, ფატიჰ ბიროლი პრობლემის მთავარ გამომწვევ მიზეზად რუსეთის მიერ იმპორტის შეკავებას მიიჩნევს, თუმცა რუსეთში სხვაგვარად ფიქრობენ.

ნოვაკის თანახმად, რუსეთსა და რუსულ Gazprom-ს, რომელიც ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, ევროპის ენერგოკრიზისში ბრალი არ მიუძღვით.

"ევროკავშირისა და ევროპული კომისიის მოკლევადიან პერსპექტივაზე გათვლილმა პოლიტიკამ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად შორდებოდა გრძელვადიან კონტრაქტებს, დამოკიდებულება გრძელვადიანი კონტრაქტების მოკლევადიანი კონტრაქტებით ჩანაცვლებით შეამცირა. 

არასწორი დაგეგმვა და მოკლევადიან პერიოდზე ორიენტირებული პოლიტიკა ევროპელი პოლიტიკოსების თავის ტკივილია და ამის გადაბრალებას სხვებზე ცდილობენ". - ამბობს ნოვაკი.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტომდე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ დაადანაშაულა რუსეთი გაზის ლიმიტირებულ მიწოდებაში მაშინ, როდესაც ევროპაში ენერგიის ფასები რეკორდულ ნიშნულზე იყო. მათი აზრით, რუსული გაზის მიმწოდებელი Gazprom-ი, რომელიც ევროპის ბუნებრივი აირის მოთხოვნილებების 40%-ს აკმაყოფილებს, ევროპულ ფასებზე მანიპულირებდა.

Gazprom-მა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლოს მიწოდება წინა წლის პერიოდთან შედარებით გაიზარდა და ევროკავშირის ქვეყნებთან კონტრაქტებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შესრულდა.

კომენტარები