კორონავირუსი საქართველოში

ჯანდაცვის სამინისტრო: კოვიდინფიცირებულებისთვის რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა

თუ COVID 19 დაგიდასტურდათ შეგიძლიათ 112-ში დარეკვისა და სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე –  https://er.moh.gov.ge/ დარეგისტრირდეთ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ პორტალზე რეგისტრაციისას მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

პორტალი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

კომენტარები