კიბერშეტევა

"გეშინოდეთ და ელოდეთ უარესს" – კიბერშეტევა უკრაინის სამინისტროების ვებგვერდებზე

უკრაინის რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდზე კიბერშეტევა განცხორციელდა, საიტები ამ დრომდე გამორთულია. ინფორმაციას ადგილობრივი პრესა ავრცელებს

სამინისტროების ვებგვერდებზე მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე იყო გამოქვეყნებული. გარდა ამისა, შავ ფონზე გადახაზული იყო უკრაინის დროშის, გერბის, რუკისა და ღორის თავის სურათები.

"ყველა მონაცემი განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია. თქვენს შესახებ ყველა ინფორმაცია საჯარო გახდა, გეშინოდეთ და ელოდეთ უარესს. ეს თქვენ თქვენივე წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის. ვოლინისთვის, უკრაინის ამბოხებულთა არმიისთვის, გალიციისთვის, პოლესიესთვის, ისტორიული მიწებისთვის". - წერია გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

კომენტარები