სენაკის მერია

GMC: სოფო ბედიასა და მაკა ზამბახიძის კონცერტი სენაკის ბიუჯეტს 16.5 ათასი ლარი დაუჯდა

ფლანგვის დეტექტორი

არასამათავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2021 წლის 17 დეკემბერს სენაკში სოფო ბედიასა და მაკა ზამბახიზის კონცერტები გაიმარტა, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 580 ლარით დაფინანსდა.

"აღსანიშნავია, რომ სოფო ბედია მმართველი პარტიის მხარდამჭერ ვიდეომოწოდებებს ხშირად ავრცელებს. ის აგრეთვე იყო ერთ-ერთი იმ მომღერალთაგან, რომელიც პარტია ქართულ ოცნებას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჰყავდა დაქირავებული და პარტიულ შეხვედრებზე ამღერებდა. 2020 წელს სოფო ბედიას ქმარი მიშა მესხი თბილისის საკრებულოს წევრიც გახდა ქართული ოცნების პარტიული სიით", - წერს ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, სენაკის მერიას აქამდეც გადაუხდია ჰონორარი სოფო ბედიასთვის.

"2018 წლის 3 იანვარს სენაკის მერიამ საახალწლო კონცერტისთვის სოფო ბედიას 4,750 ლარი გადაუხადა, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ – 2,000 ლარი", - წერს ორგანიზაცია.

13 იანვრის მონაცემებით, COVID-19-ით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 55 474 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევა.

კომენტარები