კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 326 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.6%-ია

VERGE

COVID-19-ით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 55 474 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 044 პაციენტი. 

დღიური დადებითობა 9.6%-ია, ბოლო 7 დღის - 9.91%, ბოლო 14 დღის კი 8.86%. 

5 326 ახალი შემთხვევიდან თბილისში 3 148 დადასტურდა, აჭარაში - 563, იმერეთში - 437, ქვემო ქართლში - 176, შიდა ქართლში - 277, გურიაში - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 226, კახეთში -178, მცხეთა-მთიანეთში -92, სამცხე-ჯავახეთში - 66, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -15. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 979 235 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 922 411 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 359 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 42 439 აქტიური შემთხვევაა.

1 047 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში 487 მკურნალობს, აჭარაში - 125, იმერეთში - 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 293 პაციენტია, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 42, იმერეთში - 22.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები