პოლიტიკური კრიზისი

მელია: 2022 უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი

საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და  ძალიან მიხარია, რომ სამეგრელოს გულიდან მეძლევა შესაძლებლობა, მივულოცო შობის დღესასწაული მთელს საქართველოს.

მიმაჩნია, რომ 2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი. ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ.

რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, მოგვიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, მინდა ვუსურვო მთელს ქვეყანას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ბედნიერება, წარმატება, სიყვარული და უნარი თანაცხოვრებისა.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია. 

კომენტარები