აშშ

ბაიდენი 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრაზე პასუხიმსგებლობას ტრამპს აკისრებს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

"ხანჯალი ამერიკის ყელზე" - ასე მოიხსენია აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 6 იანვარს, კაპიტოლიუმში შეჭრიდან 1 წლის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ყოფილ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები. ბაიდენმა აღნიშნა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი სწორედ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტია და ის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

"1 წლის წინ ამ დღეს, ამ წმინდა ადგილას დემოკრატიაზე შეტევა მიიტანეს. ხალხის ნება დადგა საფრთხის წინაშე, ჩვენი კონსტიტუცია კი ყველაზე მძიმე მუქარის პირისპირ.

პირველად ჩვენი ისტორიაში, პრეზიდენტმა არა მხოლოდ წააგო არჩევნები, არამედ მან სცადა ხელი შეეშალა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის და ძალადობრივი ბრბო კაპიტოლიუმში შეიჭრა".

ბაიდენის თქმით, ტრამპი ვერ ეგუება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხებას და ავრცელებს სიცრუეს 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.

"აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა შექმნა და გაავრცელა ტყუილების ქსელი 2020 წლის არჩევნების შესახებ. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ ძალაუფლებას პრინციპებზე მაღლა აყენებს, საკუთარ ინტერესებს კი ქვეყნის, ამერიკის ინტერესებზე მაღლა.

მას არ შეუძლია დამარცხების აღიარება, მაშინაც კი, როდესაც შტატების 93-მა სენატორმა, თავისმა გენერალურმა პროკურორმა, ვიცე-პრეზიდენტმა, მერებმა და სახელმწიფო მოხელეებმა ყველგან თქვეს, რომ მან წააგო". -  თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა მოსახლეობას ხმის მიცემის უფლების დავისკენ მოუწოდა, ტრამპი და მისი მხარდამჭერები კი ხმისა და არჩევანის უფლების ჩახშობისთვის გააკრიტიკა, მათ ქმედებებს კი "არასწორი, არადემოკრატიული და არაამერიკული" უწოდა.

2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კონგრესის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. პარალელურად თეთრ სახლთან დონალდ ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ნამდვილი გამარჯვებული ტრამპი იყო. ტრამპმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და რის შედეგად ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შენობაში შეიჭრნენ.

ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით 14 იანვარს დონალდ ტრამპს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორედ გამოუცხადა იმპიჩმენტი. ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა, თუმცა ტრამპის იმპიჩმენტს სენატმა მხარი არ დაუჭირა. კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ სხვადასხვა სოციალურმა ქსელებმა მათ შორის Twitter-მა და Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს.

კომენტარები