უკრაინა

უკრაინის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება და აქტივები დააყადაღა

პეტრო პოროშენკო

კიევის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ქვეყნის ექსპრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ქონება და აქტივები დააყადაღა.

გადაწყვეტილება პეჩერსკის სასამართლომ 6 იანვარს მიიღო. 

ადვოკატები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მიზნად პოროშენკოს საქმიანობაში ხელის შეშლას ისახავს. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. 

პეტრო პოროშენკო, რომელიც, ევრომაიდანის მოვლენების შემდეგ აირჩიეს და პრეზიდენტის თანამდებობას 2014-2019 წლებში იკავებდა, და პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერია სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის საქმე ეხება დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემას.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდებასთან დაკავშირებით საქმის გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ფინანსური ტერორიზმის, სახელმწიფო ღალატის და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით. ამ მუხლებით წაყენებული ბრალი ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოროშენკოს ბრალი 20 დეკემბერს წაუყენეს. ამის შემდეგ, პოროშენკომ თქვა, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. 

უკრაინის ექსპრეზიდენტმა ვიდეო მიმართვა პოლონეთიდან, ვარშავიდან გაავრცელა. მისი თქმით, ის აქ ევროპელ პოლიტიკოსებს ხვდება და აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ "უკრაინის მხარდამჭერი ძლიერი კოალიცია" შექმნას.

 

კომენტარები