უკრაინა

ერმაკი გირაოს გადახდის უფლებით დააკავეს

ანდრიი ერმაკი
President.gov.ua

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრიი ერმაკს პატიმრობა მიუსაჯა 140 მილიონი გრივნას ოდენობის გირაოს გადახდის უფლებით.

"НАБУ-ს [ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო] დეტექტივის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია. ეჭვმიტანილი, ანდრიი ერმაკი, დაკავების დღიდან 60 დღით წინასწარ პატიმრობაშია," - წერია სასამართლოს განაჩენში.

გირაოს შემთხვევაში, ერმაკი ვალდებულია გამომძიებლის წინაშე გამოცხადდეს მისი მოთხოვნის შემთხვევაში, აცნობოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, დარჩეს კიევის საზღვრებში, ჩააბაროს პასპორტები და თავი შეიკავოს ეჭვმიტანილებთან და მოწმეებთან კომუნიკაციისგან.

გირაოს გადახდის შემთხვევაში, ერმაკს ასევე მოეთხოვება ელექტრონული სამაჯურის ტარება.

იერმაკის ადვოკატებმა დარბაზში განაცხადეს, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) ხელმძღვანელმა ალექსანდრ კლიმენკომ 12 მაისის ბრიფინგზე თქვა, რომ პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის მიმართ, "დინასტიის" კოოპერატივის მშენებლობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, გირაოს გადახდის ალტერნატივით.

"პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, 180 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდის ალტერნატივით." - თქვა კლიმენკომ.

ბრიფინგამდე უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და САП-მა გაავრცელეს ცნობა, ორგანიზებული ჯგუფის კიდევ 6 წევრს წაუყენეს ბრალი. ისინი კიევის მახლობლად, კოზინის დასახლებაში მდებარე ელიტური მშენებლობის პროექტში 460 მილიონი გრივნის გათეთრებაში ამხილეს.

11 მაისს НАБУ-მ და САП-მა პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ერმაკი ეჭვმიტანილია 460 მილიონი გრივნის გათეთრებაში. საქმე უკავშირდება ელიტური დასახლება "დინასტიის" მშენებლობას. გამოძიების ცნობით, მშენებლობის თანხები შესაძლოა ენერგოატომის კორუფციული სქემიდანაც იყო გამოყოფილი.

ერმაკი ბრალდებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მას "მხოლოდ ერთი მანქანა და ერთი ბინა" გააჩნია.

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ 28 ნოემბერს ჩხრეკა ჩაატარა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაშინდელი ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის სახლში. ამის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ერმაკი უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნეოდა. ის ირწმუნებოდა, რომ გათავისუფლების შემდეგ ფრონტის ხაზზე წავიდოდა.

შემდეგში ანდრიი ერმაკი მისივე ინიციატივით შექმნილ, უკრაინის ადვოკატთა ეროვნული ასოციაციისთან არსებულ კომიტეტს ჩაუდგა სათავეში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაზარალებულთა დაცვისა და კომპენსაციის მექანიზმების საკითხებზე მუშაობს.

 

 
 

კომენტარები