აშშ-საქართველო

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დავით ზალკალიანს ესაუბრა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის თანახმად, სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს 5 იანვარს ესაუბრა.

"სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გაიმეორა  ჩვენი, აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს მოუწოდოს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

შერმანმა და ზალკალიანმა ხაზი გაუსვევს სუვერენული ქვეყნების უფლების დაცვის აუცილებლობას და უფლებას, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას განგრძობითი რუსული აგრესიის ფონზე, ასევე იმსჯელეს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით". - წერია ნედ პრაისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიალოგია დაგეგმილი, რომელსაც ამერიკის მხრიდან  სწორედ ვენდი შერმანი უხელმძღვანელებს.

კომენტარები