კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 796 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.92%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში Covid-19-ზე ჩატარდა 13 441 ტესტი, საიდანაც დადასტურდა ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 291 ინფიცირებული. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.92%-ია, ბოლო 14 დღის - 5.49%, ბოლო 7 დღის - 5.67%.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 937 640 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გარდაიცვალა 13 905 და გამოჯანმრთელდა 900 159 მოქალაქე.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა. 31 დეკემბერსა და 1 იანვარს ღამის კლუბების სტუმრების შეზღუდული რაოდენობით მუშაობის უფლება მიეცათ.

კომენტარები