კორონავირუსი საქართველოში

11 332 გარდაცვლილი, 708 434 ინფიცირებული, 40% აცრილი – 2021 წლის COVID-სტატისტიკა

Claudio Furlan / LaPresse / AP

2021 წელს საქართველოში კორონავირუსით 11 332 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 13 860 COVID-ინფიცირებული დაიღუპა.

​გასულ წელს COVID-19 დაუდასტურდა 708 434 მოქალაქეს. პირველი იანვრის მონაცემებით, სულ ქვეყანაში კორონავირუსით 936 844 ადამიანი დაინფიცირდა.

2021 წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად მოზრდილი მოსახლეობის 40% – 1 149 956 მოქალაქე აიცრა. სულ მცირე 1 დოზით აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 44.9%, ანუ 1 290 114 ადამიანი. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 73 465 პირს. ჯამში ქვეყანაში ჩატარებულია 2 514 871 აცრა.

ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო.


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 2 103 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 553 პაციენტი და აიცრა 1 388 ადამიანი.

წლიური მონაცემები დათვლილია 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდის სტატისტიკით.

კომენტარები