კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 103 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.14%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 234 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 103 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 553 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,14%-ია, ბოლო 14 დღის - 5,55%, ბოლო 7 დღის - 5,58%

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 936 844 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გარდაიცვალა 13 860 და გამოჯანმრთელდა 896 868 მოქალაქე.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა. 31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს ღამის კლუბების სტუმრების შეზღუდული რაოდენობით მუშაობის უფლება მიეცათ.

კომენტარები