კორონავირუსი მსოფლიოში

თვითმფრინავში COVID-19-ის დადასტურების შემდეგ ქალმა 5 საათი ტუალეტში თვითიზოლაციაში გაატარა

GETTY IMAGES

დაწყებითი კლასების ამერიკელ მასწავლებელს, მარისა ფოტიოს Covid-19-ი თვითმფრინავის ბორტზე დაუდასტურდა, რის შემდეგაც მან ფრენის დარჩენილი 5 საათი თვითმფრინავის ტუალეტში ნებაყოფლობით თვითიზოლაციაში გაატარა. ფოტიო ჩიკაგოდან რეიკიავიკში 20 დეკემბერს მიფრინავდა.

როგორც თავად მასწავლებელი ყვება, ფრენის დროს მას ყელი ასტკივდა და სწრაფი ტესტი თავად ჩაიატარა. ტესტმა Covid-19 დაადასტურა. რის შემდეგაც ფოტიომ ფრენა თვითიზოლაციაში გაატარა. 

"წარმოუდგენელი გამოცდილება იყო. რეისზე 150 ადამიანი იყო, ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, Covid-19 მათთვის არ გადამედო." – თქვა ფოტიომ NBC News-სთან საუბრისას.

მასწავლებელმა დახმარებისთვის ბორტგამცილებელს გადაუხადა მადლობა.

"[ბორტგამცილებელმა] ყველაფერი გააკეთა, რომ 5 საათის განმავლობაში ყველაფერი მქონოდა რაც მჭირდებოდა – სასმელი, საჭმელი. მუდმივად მეხმიანებოდა და მარწმუნებდა, რომ კარგად ვიქნებოდი." – თქვა ფოტიომ.

რეიკიავიკში ჩასვლის შემდეგ ის წითელი ჯვრის სასტუმროში კარანტინში გადავიდა.

მარისა ფოტიომ თვითიზოლაციაში გადაღებული ვიდეო Tiktok-ზე გამოაქვეყნა. ვიდეოს 4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

კომენტარები