სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

თოლორაია: ძირი გამოუთხარეს დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც გადაწყვეტილებას არავის უთანხმებდა

პარლამენტის წევრებს, ვინც დღეს ამ კანონის მხარდაჭერის ღილაკს ხელი დააჭირა, შევახსენებ, რომ საზედამხედველო უწყებებს ქვეყნები არ ქმნიან იმისთვის, რომ უპირობოდ დაეთანხმნონ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, საზედამხედველო უწყებებს განვითარებულ ქვეყნებში ქმნიან იმისთვის, რომ თავისი პრინციპული სიტყვა თქვას მაშინ, როდესაც სახელმწიფო უწყებები არღვევენ ადამიანის უფლებებს. ამის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა არავის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მხოლოდ და მხოლოდ კანონით მოქმედებდა. 

სახელწმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხმაურება. 30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა სამსახურის გაუქმებას მე-3 მოსმენით დაუჭირა მხარი. 

კომენტარები