იმედით ვუყურებ და მიხარია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, ამ ორბანაკიანი პოლარიზაციის მძიმე ფონზე ვერ მივდივართ წინ, თვითონაც შეწუხდა და კარგი ფორმაც აირჩია, რომ ჯერ საზღვარგარეთ თქვა და შემდეგ აქ შესრულებაზე დაიწყო საუბარი. ის ამბობს, რომ არის ხანგრძლივი პროცესი, თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა დრო არ გვაქვს, ირგვლივ ტერიტორიებსაც ვკარგავთ ყოველდღე, რუსული გავლენაც იზრდება, ბევრი ფაქტორია, რის გამოც ეს მალე უნდა მოხდეს. ქალბატონმა სალომემ სწორად თქვა, რომ საჭიროა ერთმანეთის მოსმენა, იმიტომ, რომ ხშირად ასეთი პოლარიზაციის დროს, ერთმანეთის შესახებ არ იცით საკმარისად და როდესაც ერთად დაჯდებით და ისაუბრებთ რაღაც საერთო თემებზე, მერე თურმე ასეთი დიდი დისტანცია არ ყოფილა ჩვენს შორის. ასეთი უნდა გახდეს ეს პროცესი და მე იმედი მაქვს რომ ამას მიაღწევს.
პოლიტიკური კრიზისი
რულოვსი ზურაბიშვილზე: მიხარია, რომ მიხვდა, ამ ორბანაკიანი პოლარიზაციით წინ ვერ წავალთ
tbl.ge/5td0
დაკოპირდა
თქვა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". ამ პროცესის ფარგლებში პრეზიდენტი პოლიტიკოსებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს ხვდება.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა