კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 676 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.26%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 42 772 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 966 ადამიანი. 

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6.26%-ია, ბოლო 7 დღის - 5.02%, ბოლო 14 დღის კი 5.74%. 

2 676 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 063 დადასტურდა, იმერეთში - 439, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 227, აჭარაში - 213, შიდა ქართლში - 171, კახეთში - 148, გურიაში - 142, ქვემო ქართლში - 110, მცხეთა-მთიანეთში - 75, სამცხე-ჯავახეთში - 75, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 43.  

28 დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 928 030 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 888 022 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 646 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 26 336 აქტიური შემთხვევაა. 

1 275 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 581 მკურნალობს, აჭარაში - 121, იმერეთში - 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 297 ადამიანია,  მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 35, იმერეთში - 27.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები