აქცია

დეკანოიძე: ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ელდარ ანთაძეს 4-5 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

IPN

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ფირუზ წულუკიძეს, რევაზ წულუკიძეს, ირაკლი ჭელიძეს, გელა ჭელიძეს და ელდარ ანთაძეს სასამართლომ 4-5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

"საერთოდ არაფრის გამო ძმებს, წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ანთაძეს 5-4 წელი პატიმრობა შეეფარდათ. ეს ადამიანები ოპოზიციის მხარდაჭერის გამო დასაჯეს". – წერს დეკანოიძე.

ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე 2021 აპრილში დააკავეს. შსს-ს განმარტებით, 12 აპრილს გუმათჰესის დასახლებაში მიმდინარე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე საპროტესტო აქციაზე მათ ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. აქციის მონაწილეები მათ მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე საუბრობდნენ. დაკავებულთა მხარდასაჭერად არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ბრალდებულები მოქალაქე ავთანდილ ახვლედიანის საჩივრის საფუძველზე სპეცოპერაციით დააკავეს. ახვლედიანს, წულუკიძეებს და ჭელიძეებს შორის დაპირისპირება სოფელ გუმათთან მოხდა. დაკავებულების ადვოკატი ამბობდა, რომ ახვლედიანმა მათ პროვოკაცია მოუწყო.

კომენტარები