აქცია

ე.წ. მოდულის შენობასთან ოპოზიციის 20-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სამართალდამცველებმა ოპოზიციის აქციიდან 20-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გაუგებარია რატომ აკავებენ ადამიანებს. 

ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ჯერ აქცია დაწყებულიც კი არ იყო, ისე დაიწყეს სამართალდამცავებმა დაკავებები. 

"ამ ხელისუფლების მზე ესვენება, ყველაფერი ნათელია და ახლა არიან ბოლო გავეშებულ იერიშზე გადმოსულები. ხალხი იდგა ჩვეულებრივ არაფერს აშავებდნენ. უცბად გამოვარდნენ პოლიციელები და მასობრივად დაიწყეს დაკავებები. მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ბევრი ხალხი დაეჭირათ, პირველად ეცნენ შედარებით აქტიურ ადამიანებს და შემდეგ გადავიდნენ სხვებზე. როგორც ჩანს, ბრძანებაა გაცემული დააკავეთ ყველა განურჩევლად". - ამბობს უდუმაშვილი. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, დაკავებულების შესახებ ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები