აქცია ბათუმში

ბათუმში ძმები წულუკიძეების მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა

IPN

ბათუმში ძმები წულუკიძეების გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართaლდამცველებმა არ მისცეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მოჭიდავე ძმები, ფირუზ და რევაზ წულუკიძეები შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 აპრილს დააკავა. უწყების ცნობით, 12 აპრილს გუმათჰესის დასახლებაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მათ ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. აქციის მონაწილეები მათ მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე საუბრობენ. 

კომენტარები