ქართული ოცნება

კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა და პარლამენტს ტოვებს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა. ის ასევე ტოვებს საპარლამენტო მანდატსაც. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

"შორს არსად არ მივდივარ, მე ვრჩები პოლიტსაბჭოში ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ ახსენა, თუმცა დეტალებზე ჩვენ აქ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ წელს თქვენ გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ პროექტთან, მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ". – თქვა კახა კუჭავამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ მმართველი პარტია შალვა პაპუაშვილს წარადგენს. კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ 2021 წლის 27 აპრილს აირჩიეს.

კომენტარები