მე-10 მოწვევის პარლამენტი

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

კახა კუჭავა

86 მომხრე, 6 წინააღმდეგი - კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 

24 აპრილს არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მის ნაცვლად კი ქართული ოცნება პარლამენტს კანდიდატად კახა კუჭავას წარუდგენა. ამის მიზეზად თალაკვაძემ თქვა, რომ ახალი კანდიდატი პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება, ვინაიდან თავად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებების პერიოდში ირაკლი კობახიძესთან ერთად ქართულ ოცნებას წარმოადგენდა. მეორე მხრივ, კახა კუჭავაც მნიშვნელოვნად იყო ჩართული პარტიის სახელით მოლაპარაკებების პროცესში, როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. 

ვინ არის კახა კუჭავა - ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

 

კომენტარები