კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 282 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.65%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 49 347 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 263ადამიანი.   

დღიური დადებითობა 6.65%-ია, ბოლო 7 დღის - 6.24%, ბოლო 14 დღის კი 6.71%. 

3 282 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 378 დადასტურდა, აჭარაში - 272, იმერეთში - 532, ქვემო ქართლში - 121, შიდა ქართლში - 256, გურიაში - 122, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 252, კახეთში -162, მცხეთა-მთიანეთში -76, სამცხე-ჯავახეთში - 73, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -38.

21 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 913 738 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 866 339 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 169 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 34 204 აქტიური შემთხვევაა.  

1 380 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 566 მკურნალობს, აჭარაში - 126, იმერეთში - 408. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 318 პაციენტია, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 32, იმერეთში - 33. 


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები