რომ არ მომხდარიყო ნიურნბერგის პროცესი, ჰიტლერი მინიმუმ 30-40%-ს აიღებდა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იმიტომ, რომ იყო რაღაც სენტიმენტები. ყოფილი მმართველი ძალა როცაა, ეს რაღაცები მუშაობს. სწორედ ამიტომ არის საჭირო პოლიტიკური სტანდარტი და სამართლებრივი შეფასება. შევაფასოთ, გინდ ნიურნბერგის პროცესი იყოს, გინდ ბუენოს-აირესის. მთავარია, რაღაც შეფასება გაკეთდეს იმისთვის, რომ თეორიულად დავუშვათ საუბარი შერიგებაზე. შერიგების წინაპირობა უნდა იყოს, რომ დანაშაული იყოს დაფიქსირებული, აღიარებული და შემდეგ განცხადება გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკოსებს აღარ გვეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. ეს არის მარტივი. თუ ეს ყველაფერი არ უნდათ, ჩვენ ინიციატორები არ ვართ.
პოლიტიკური კრიზისი
კობახიძე: ნიურნბერგის პროცესი რომ არ მომხდარიყო, ჰიტლერი არჩევნებზე მინიმუმ 30-40%-ს აიღებდა
tbl.ge/5syk
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ "შერიგების" პროცესზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა