პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: არჩევნების შედეგების პატივისცემა მომავალი თანამშრომლობის ერთ-ერთი საფუძველია

პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგების პატივისცემა და  სამართლიანი შეფასებები, რაზეც პრეზიდენტმა გააკეთა განსაკუთრებული აქცენტი არის ერთ-ერთი საფუძველი პოლიტიკური სისტემის და მომავალი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. 

თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად", შესაბამისად, დღეს გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრები მიიწვია.

კომენტარები