პირდაპირ თქვა ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარემ, სანამ სააკაშვილი პატიმარია, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე აზრდაკარგულიაო. კაცი პირდაპირ ამბობს თავის სათქმელს და ჩვენ რატომ ვიმტვრევთ თავს? რაზე ვლაპარაკობთ? თუ საუბარია, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გარეთ, 5 წლისა და 10 თვის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ საერთო-სახალხო შერიგებაზე. თუ სხვა ტიპის დიალოგზეა ლაპარაკი, ბუნებრივია პოლიტიკური დიალოგისთვის აგერ არის პარლამენტი და ეს ცარიელი სკამები რომ შევსებული ყოფილიყო, შეიძლება გამოგვსვლოდა გარკვეული ტიპის პოლიტიკური დიალოგი ქვეყნის სასიკეთო საქმეებზე.
მიხეილ სააკაშვილი
სუბარი: თუ სააკაშვილი გარეთ უნდა იყოს, 5 წლისა და 10 თვის მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე
tbl.ge/5sqo
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა.
13 დეკემბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ "სანამ სააკაშვილი ტყვეობაშია, სამოქალაქო შერიგებაზე საუბარი აზრდაკარგულია".
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




