პოლიტიკური კრიზისი

მარგველაშვილი: სამი პრეზიდენტის შეხვედრა გააძლიერებს ამ ინსტიტუტის ლეგიტიმაციას

მე ქალბატონი პრეზიდენტის განცხადებაში მენიშნა მისი გულის ტკივილი  ამ პოლარიზაციის შედეგად დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, ყველაზე უმთავრესი და ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტი მნიშვნელოვნად გაიძლიერებდა თავის პოზიციას, თავის დემოკრატიულ მანდატს, როდესაც ამ ინსტიტუტის ეგიდის ქვეშ მოხდებოდა შეხვედრა სამ პრეზიდენტს შორის. 

[...] რადგან მე ამ შეხვედრაში დიდ სიმბოლიზმსა და ფორმატს ვხედავ, რომელმაც უნდა მისცეს პოზიტიური ემოცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, რა თქმა უნდა, მე [შეხვედრის ადგილი] წარმომედგინა იმ საპრეზიდენტო სასახლეში, რომელიც პრეზიდენტისთვის აშენდა და მე ვახორციელებდი ჩემს უფლებამოსილებას.

ამბობს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი TV პირველის ეთერში. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილი პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად.

კომენტარები