მიხეილ სააკაშვილი

თალაკვაძე: მილენიუმის აქტი იქნება შერიგებაო, საკუთარ თავზე რამხელა წარმოდგენა აქვთ

სააკაშვილის გუნდი აცხადებს, რომ მილენიუმის აქტი იქნება ეს შერიგებაო, ანუ მილენიუმი ვიცით, რომ ათასწლეული. გამოდის, რომ ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ილუზიებში არიან და  რეალობას მოწყვეტილები არიან. მიაჩნიათ, რომ ბოლო ათასი წლის განმავლობაში საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა რამე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სააკაშვილის შესაძლო შერიგება მართველ გუნდთან. საკუთარ თავზე რამხელა წარმოდგენა აქვთ, ხომ წარმოგიდგენიათ.

აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე TV იმედის ეთერში. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილი პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად.

კომენტარები