ლეიბორისტული პარტია

"ამ ქალაქში შიათ! ამ ქალაქში სცივათ!" – ლეიბორისტების აქცია-პერფორმანსი მთავარ ნაძვის ხესთან

მამუკა ჯუღელი

"ამ ქალაქში შიათ! ამ ქალაქში სცივათ! ამ ქალაქში თავშესაფრები არ აქვთ!" – ლეიბორისტულმა პარტიამ საზეიმოდ ანთებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხესთან აქცია-პერფორმანსი გამართა.

საქართველოს პარლამენტის წინ დღეს, 10 დეკემბერს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საზეიმო კონცერტზე ნაძვის ხე აანთო.

ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2021 წელი საკმაოდ რთული იყო, თუმცა, პრემიერის აზრით მმართველმა გუნდმა ბევრი საქმე გააკეთა და ქვეყანა "დაამშვიდა".

კომენტარები