აზარტული თამაშები

თურნავა: აზარტული თამაშების შეზღუდვა ბიუჯეტზე უარყოფითად ნამდვილად არ აისახება

აზარტული თამაშების შეზღუდვა ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც არის მართლაც ძალიან მისასალმებელი ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის. ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენი მოსახლეობა დგას და ჩვენი მოვალეობაა, რომ საკანონმდებლო ბერკეტებით მაქსიმალურად შევზღუდოთ აზარტულ თამაშებში ჩვენი ახალგაზრდობის მონაწილეობა და შევცვალოთ ახალგაზრდობის დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ.

ეს შეზღუდვა ბიუჯეტზე ნამდვილად არ აისახება უარყოფითად, რადგან ჩვენი ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება და ჩვენი ბიუჯეტი საკმაოდ კარგად ივსება. აზარტული თამაშები, რომელსაც ძალიან ბევრი უბედურება მოაქვს ოჯახებისთვის, არ არის მიმართულება, რომლის მხრიდანაც ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს, რომ ბიუჯეტი შეივსება.

ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა სათამაშო ბიზნესის შეზღუდვაზე. 

კომენტარები