კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 562 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 7.06%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 50 470 დადასტურდა ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 145 პაციენტი.   

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7.06%-ია, ბოლო 7 დღის, 7.91%, ბოლო 14 დღის - 8.22%. 

3 562 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 566 დადასტურდა, იმერეთში - 602, შიდა ქართლში - 300, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 253, აჭარაში - 215, ქვემო ქართლში - 193, მცხეთა-მთიანეთში - 89, გურიაში - 76, სამცხე-ჯავახეთში - 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 33. 

9 დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 368 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 822 108 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 582 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 44 652 აქტიური შემთხვევაა. 

1 559 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 596 მკურნალობს, აჭარაში - 122, იმერეთში - 462. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 340 ადამიანია, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 32, იმერეთში - 32.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები