პოლიტიკური კრიზისი

მდინარაძე: შერიგების იდეით გამოვიდნენ, როცა ყველაფერი წააგეს, მერე ააფრიალეს თეთრი დროშა

როდის მოხდა ეს? შერიგების ამ დიადი იდეით როდის გამოვიდნენ საზოგადოების წინაშე? მაშინ, როცა წააგეს ყველაფერი, არეულობის სქემა არ გამოუვიდათ, ყველაფერი სცადეს, ყველაფერი იკადრეს და უკვე წაგებულზე, როცა ზუსტად მიხვდნენ, რომ შანსი აღარაფრის აღარ აქვთ, მაშინ უკვე ააფრიალეს თეთრი დროშა.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე TV იმედის ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ "საუკეთესო გამოსავალი ეროვნული შერიგებაა".

კომენტარები