კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 509 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.53%-ია

კორონავირუსით კიდევ 59 ადამიანი გარდააიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 328 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 4 509  ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 042 ადამიანი.  

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9.53%-ია, ბოლო 7 დღის - 8.13%, ბოლო 14 დღის კი 8.52%.  

4 509 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 871 დადასტურდა, აჭარაში - 194, იმერეთში - 804, ქვემო ქართლში - 269, შიდა ქართლში - 343, გურიაში - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 366, კახეთში - 258, მცხეთა-მთიანეთში - 148, სამცხე-ჯავახეთში - 113, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 43

7 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 871 580 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 813 872 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 466 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 45 216 აქტიური შემთხვევაა.

1 681 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 613 მკურნალობს, აჭარაში - 132, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 368 პაციენტია,  მათგან თბილისში - 201, აჭარაში - 39, იმერეთში - 32.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები