ენერგეტიკა

ფხაკაძე საწვავის ფასებზე: ბიზნესს არ აქვს არანაირი ბერკეტი, ამ მიმართულებით რამე გააკეთოს

საქართველო საწვავის იმპორტიორია. სავაჭრო ქსელები, რომლებიც საწვავის ინდუსტრიაში არიან წარმოდგენილები, არიან გამტარები, ყიდულობენ და ყიდიან საწვავს. თუ მაღალ ფასში შევისყიდით საწვავს, იმას იაფად ვერ გავყიდით.

ბიზნესს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ რამე გააკეთოს საწვავის ფასების მიმართულებით. თუ მთავრობა აქციზს შეამცირებს, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით.

ამბობს Wissol Group-ის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ საწვავის გაზრდილ ფასებს მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს და ქართულ ბაზარზე არსებულ ნავთობკომპანიებს, მათ შორის ვისოლს ბოიკოტს უცხადებს.

პროტესტის ტალღის გამწვავება ფხაკაძის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან თქვა, რომ საერთაშორისო ფასების გათვალისწინებით, საქართველოში საწვავის ღირებულება კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს. 

კომენტარები