ენერგეტიკა

სოსო ფხაკაძე: საწვავის ღირებულება კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს

საწვავის ფასებთან მიმართებით პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. რა საკვირველია, თუ შევხედავთ ექსპერტების შეფასებებს, მოლოდინები აქვთ, რომ ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარის ფარგლებში ავიდეს. ამჟამად ფასები 82-84 დოლარის დიაპაზონშია, რაც ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ეს აქამდე იყო. 

რა თქმა უნდა, ნავთობის ფასების ზრდა აისახა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების მატებაზე. საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და, სამწუხაროდ, პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატებასთან. 

ყველანაირად ვცდილობთ, ეს მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებლებზე. ელემენტარული არითმეტიკა ვინც არ უნდა გააკეთოს, მიხვდება, რომ იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, რომ კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი სწრაფად არ მოხდეს. 

კომენტარები