მე-10 მოწვევის პარლამენტი

ბოკერია: წულუკიანი ოპოზიციას პარლამენტში შესვლას აძახებს – ეს საბაბი არ უნდა მიეცათ 

წულუკიანი ყოველთვის ძალიან იაფფასიან სიძულვილში ამოვლებულ ირონიას ავლენდა და ყველა დროში ამით ცდილობდა საკუთარი მომხრეებისთვის, აქტიური მომხრეებისთვის ან ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის საკუთარი ფასის დემონსტრირებას და საკუთარი კომპლექსების დაცვას. ჩემი აზრით, ყველა, ვინც უყურებს, როგორ იქცევა წულუკიანი, პირველი, რაც ნორმალურ ადამიანს თავში მოსდის, არის, თუ როგორ დავუშვით ჩვენ, რომ ამ ტიპის ადამიანებს მინდობილი აქვთ მნიშვნელოვანი ან საშუალო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღება. მართლაც კატასტროფაა. 

ვერ შევიკავებ თავს, რომ არ აღვნიშნო - წულუკიანს საბაბები არ სჭირდება, ყოველგვარი საბაბის გარეშე იქცევა სამარცხვინოდ, მაგრამ აუდიტორიისგან და იმ აუდიტორიისგან, რომელსაც არ აქვს მყარი პოზიციები, ამ პირობითად კოზირის მიცემა, როდესაც ის აძახებს ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლის საკითხს, საერთო საქმისთვის არის ცუდი. ეს საბაბი არ უნდა მიეცათ, ეს შეცდომა იყო, ამაზე ჩემი პოზიცია დიდი ხანია, ცნობილია.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრზე, თეა წულუკიანზე საუბრისას. "ზოგი ოპოზიციონერი იფიცება, პარლამენტში არ შევალო, შემდეგ დასკუპებული მხვდება". - ასე მიმართა წულუკიანმა მინისტრის საათის ფარგლებში საუბრისას პარლამენტში მყოფ ოპოზიციის წარმომადგენლებს. 

კომენტარები