პოლიტიკური კრიზისი

წულუკიანი: ზოგი ოპოზიციონერი იფიცება, პარლამენტში არ შევალო, შემდეგ დასკუპებული მხვდება

პოლარიზაციის ხარისხი შეუძლებელია შემცირდეს, როდესაც ოპოზიცია უსინდისოდ იტყუება, რომ არჩევნები გაყალბდა, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი დედას იფიცება, რომ არ შევა პარლამენტში და შემდეგ მინისტრის საათზე რომ მოვალ, აქ დამხვდება დასკუპებული. ქალბატონო თამარ [ჩარკვიანი] , რატომ დამხვდით აქ დასკუპებული? ხომ ამბობდით, არ შევალ პარლამენტშიო? 

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში საუბრისას.

კომენტარები