კორონავირუსი აშშ-ში

ტელეწამყვანი, რომელიც მაყურებლებს აცრის ნაცვლად ლოცვას ურჩევდა, COVID-19-ით გარდაიცვალა

მარკუს ლემბი
Daystar Television

მარკუს ლემბი ქრისტიანული ტელეარხის, Daystar Television Network-ის წამყვანი, რომელიც თავის მაყურებლებს ხშირად ურჩევდა, აცრის ნაცვლად ელოცათ, Covid-19-ით გარდაიცვალა.

მარკუს ლემბის ცოლის, ჯონის თქმით, მარკუსს კორონავირუსი მას შემდეგ დაემართა, რაც ჯონი ლემბი დაინფიცირდა. ტელეწამყვანს დიაბეტი ჰქონდათ, რამაც მისი ავადმყოფობა გაართულა. მარკუს ლემბის შვილის ჯონათანის თქმით, მამამისის ბრძოლა კოვიდთან "მტრისგან სულიერი შეტევის" შედეგი იყო.

მარკუს ლემბი ტელეწამყვანის გარდა Daystar Television Network-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, მას და მის ცოლს საავტორო გადაცემა აქვთ, გადაცემაში ხშირად მონაწილეობენ მათი შვილებიც.

არხის წამყვანები ხშირად განიხილავდნენ კორონავირუსის ვაქცინების ეფექტიანობას. 10 მაისს ცოლ-ქმრის გადაცემის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ვაქცინები ადამიანის "იმუნურ სისტემას კლავს". 

"ჩვენ გვინდა გაგაფრთხილოთ, გვინდა დაგეხმაროთ, გვინდა მოგცეთ ალტერნატივა" - თქვა მარკუს ლებმა გადაცემაში.

ლემბი ამბობდა, რომ აცრის ნაცვლად "შეგვიძლია ვილოცოთ". ტელეწამყვანი მაყურებლებს ასევე ურჩევდა სხვადასხვა მედიკამენტის მიღებას, რომლებიც Covid-19-ის სამკურნალოდ საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული არ არის.

კომენტარები