ვაქცინაცია

გამყრელიძე: 12-დან 15 წლამდე 2 027 მოზარდია აცრილი, აქედან სრულად 122

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში 12-დან 15 წლამდე 2 027 მოზარდია აცრილი, აქედან სრულად, ვაქცინის ორივე დოზა 122-მა გაიკეთა.

გამყრელიძის თქმით, 16-17 წლის მოზარდებში შედარებით მეტია ვაქცინირებული. ბოლო მონაცემებით, აცრილია 11 215 მოზარდი, თუმცა, NCDC-ის ხელმძღვანელის შეფასებით, ეს საკმარისი არაა.

"ამ მხრივ, განსაკუთრებით ამ ახალი შტამის, ომიკრონის ცირკულაციასთან დაკავშირებით, უკვე ბევრ ქვეყანაში ცირკულირებს, არის საშიშროება, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში მეტი გავრცელება იყოს და ახალგაზრდა ასაკი აზიანებს ხანდაზმულებს". – ამბობს ამირან გამყრელიძე.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები