გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები პატრიარქის შემოდგომა. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორის გამოსვლა, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის ბოროტად იყენებდა. ჩვენ გვახსოვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებები და ის დღემდე, დღესაც, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია, არის საზოგადოებრივად საშიში.
მიხეილ სააკაშვილი
კობახიძე სააკაშვილზე: ვნახეთ ყოფილი დიქტატორის გამოსვლა, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას
tbl.ge/5s85
დაკოპირდა

ასე აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას. 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რომელსაც თავად ექსპრეზიდენტიც ესწრებოდა. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან დაძაბულობა იყო. შსს-მ შეკრებილი მოქალაქეებიდან 15 პირი დააკავა.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




